პრესრელიზი
საკონტაქტო პირი:
თაკო
ჯიბუტი
მედიასთან
ურთიერთობის მენეჯერი, ფაბლისითი ჯგუფი
ტელ: + 995
(32) 508 444 / 233 005
ელ-ფოსტა:
info@publicity.ge
ვებ-გვერდი: www.publicitygroup.ge
"ფაბლისითი ჯგუფი" ახალი სტრატეგიითა და მომსახურებებით წარსდგა ქართულ ბაზარზე
[PUBLICITY.GE] თბილისი, 14 დეკემბერი, 2009 - ახალი სტრატეგიითა და მომსახურებებით ფორმირებული "ფაბლისითი ჯგუფი" და მასში შემავალი ყველა სააგენტო დაბალი ფასებითა და მოქნილი, უნიკალური სისტემით იწყებს ზრუნვას კერძო, სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების იმიჯისა და რეპუტაციის ფორმირებისა და კომუნიკაციური მართვის პროცესზე.
"ფაბლისითი ჯგუფის" სტრატეგიულ ხედვას საფუძვლად უდევს ახალი პიარ ტექნოლოგიების, ინოვაციური საკომუნიკაციო პროდუქტებისა და პიარის, როგორც 21-ე საუკუნის პრაქტიკისა და თეორიის გააზრება. კომპანია და მასში შემავალი სააგენტოები ინტეგრირებულად იყენებენ როგორც კარგად აპრობირებულ კლასიკურ პიარ ტექნოლოგიებს, ისე საერთაშორისო სტანდარტების დონის თანამედროვე ონლაინ ინსტრუმენტებს. დღეისათვის „ფაბლისითი ჯგუფი" ხუთი ძირითადი მიმართულებით არის წარმოდგენილი ქართულ ბაზარზე:
PRHYPERMARKET
- პიარ და
მარკეტინგული კომუნიკაციების სააგენტო:
"პიარ ჰიპერმარკეტის" ამოცანაა კლიენტს სრული პიარ და მარკეტინგული მომსახურება გაუწიოს მის ხელთ არსებული ყველა ინოვაციური რესურსით. სწორედ ეს იდეა დევს სააგენტოს სახელწოდებაშიც - პიართან და მარკეტინგულ კომუნიკაციებთან დაკავშირებული ყველა საჭირო მომსახურების თავმოყრა ერთი სააგენტოს "ჭერქვეშ", კლიენტისათვის მაქსიმალური კომფორტის შექმნის მიზნით. პიარ ჰიპერმარკეტი" ქართულ ბაზარს ოთხ ძირითად მომსახურებას სთავაზობს, ესენია: პიარი, მარკეტინგული კომუნიკაციები, ღონისძიებათა მარკეტინგი და ინტერაქტიული კომუნიკაციები.
PUBLICITY.GE
- პრესრელიზებისა და კორპორაციული სიახლეების
გავრცელების სააგენტო:
სააგენტოს მეშვეობით, კლიენტს შესაძლებლობა ეძლევა
გაავრცელოს ორგანიზაციის ტექსტუალური და ვიდეო პრესრელიზები, მედია ანონსები,
ფინანსური წარმატებები, განცხადებები, ფოტოები, ბროშურები და წლიური ანგარიშები 80-ზე
მეტ ცენტრალურ და რეგიონულ მედია საშუალებებში მომუშავე 165-ზე მეტ ჟურნალისტთა ქსელში.
ზემოთჩამოთვლილი მასალები ავტომატურად განთავსდება სააგენტოს ინტერნეტ გვერდზე.
სააგენტოს დამატებით მომსახურებაში შედის პრესტურების და მედია სემინარების
ორგანიზება, ყველა ტიპის ტექსტის მომზადება (პრესრელიზები, ანგარიშები,
ვებ.კონტენტი...) და საიმიჯო სტატიების განთავსება ელექტრონულ და ბეჭდვით მედია
საშუალებებში.
REGIONS.GE
- რეგიონული
სიახლეების პორტალი
პარტნიორი რეგიონული მედია საშუალებებით პორტალი
შესაძლებლობას ქმნის რეგიონებში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაცია
ხელმისაწვდომი იყოს არა მხოლოდ რეგიონის მაცხოვრებლებისათვის, არამედ ყველა
დაინტერესებული ადამიანისთვის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. თითოეული რეგიონის გვერდზე ასევე მოიპოვება
ინფორმაცია რეგიონში არსებული ღირსშესანიშნაობების, საკონფერენციო დარბაზებისა და
სასტუმროების შესახებ, რაც საქართველოს რეგიონებში მოგზაურობით დაინტერესებული
პირების ინტერესსაც აკმაყოფილებს.
POLLING.GE
- ინტერნეტ აუდიტორიის გამოკითხვის სააგენტო
სააგენტოს
დროის მცირე მონაკვეთში შეუძლია ჩაატაროს ნებისმიერი რაოდენობისა და თემატიკის
ინტერაქტიული გამოკითხვები და სოციოლოგიური კვლევები ინტრნეტ მომხმხმარებლებში.
ინტერნეტ აუდიტორიის გამოკითხვის სერვისი პასუხობს ყველა თანამედროვე მოთხოვნას
მოხერხებულობის, უსაფრთხოების, ოპერატიულობისა და ინტერნეტ მომხმარებელთა მიერ
მოწოდებული ინფორმაციის გადამუშავების თვალსაზრისით.
PRGUIDE.GE
- პიარ
პროფესიული პორტალი
პორტალი, პირველი და ერთადერთი საინფორმაციო -
საგანმანათლებლო ინტერნეტ რესურსია, რომელიც ქართულ ინტერნეტ სივრცეში 2003 წელს
გამოჩნდა. მისი მთავარი ამოცანა საზოგადოების ამ პროფესიის შესახებ
თეორიულ-პრაქტიკული შინაარსის მქონე ინფორმაციით უზრუნველყოფა იყო. დღესდღეობით
ინტერნეტ პორტალი აშუქებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მნიშვნელოვან პიარ
სიახლეებს. ეს უზარმაზარი თეორიულ-პრაქტიკული ინფორმაციის მატარებელი რესურსია,
სადაც პიარ პრაქტიკოსებს და ამ პრაქტიკით დაინტერესებულ პირებს ეძლევათ ცოდნის
გაღრმავების შესაძლებლობა.
გარდა ზემოაღნიშნული მომსახურებებისა, პარტნიორი კომპანიების საშუალებით "ფაბლისითი ჯგუფი" უზრუნველყოფს ისეთი მომსახურების განხორციელებას, როგორიც არის ყველა სახის პრომო მასალების დიზაინი და ბეჭდვა, გარე რეკლამა, რეკლამის განთავსება ელექტრონულ და ბეჭდვით მედია საშუალებებში, სოციოლოგიური კვლევების ჩატარება, ვებ.დიზაინი და ინტერნეტ რეკლამა.
###